სასწავლო პროექტი

გრიგოლ ხანძთელის

 ცხოვრება და მოღვაწეობა


იდეა/თემა: პროექტი ითვალისწინებს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გაცნობას.

მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ძველი საქართველოს უდიდესი  სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს  მოსწავლეებს ი ს ტ–ს დახმარებით ახალი და მათთვის საინტერესო მასალის მოძიების, დახარისხებისა და საზოგადოების წინაშე წარდგენის ჩვევების გამომუშავებას.
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.

მონაწილეთა ასაკი:  15 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 10–12 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან  ი.ს.ტ–ის დახმარებით როგორ მოიპოვონ და წარმოაჩინონ მასალები. გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებულ მასალებზე. მოსწავლეები გაეცნობიან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, იმ წრესა და მის წარმომადგენლებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე ეპოქაში მოღვაწეობდნენ და თვალსაჩინო როლი ითამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში. მოიპოვებენ  ინფორმაციას  გრიგოლ  ხანძთელის  ძმობის წევრებს მიერ აშენებული ტაძრების შესახებ.

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
1.     გიორგი მერჩულე – ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (IX კლასის სახელმძღვანელო.  ავტორები: თუშური, მანჯგალაძე, ინასარიძე.
2.     კომპიუტერი
3.     ინტერნეტი
4.     პროექტორი
მასალების მოძიებისა და პრეზენტაციისათვის.

 სასწავლო პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემასა და მიზანს. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. ვარჩევ  ლიდერებს, ვეხმარები ფრუნქციების  განაწილებაში. შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დავალება მოიძიონ მასალები პროექტისათვის.
I ჯგუფი – მოიძიონ და წარმოადგინონ მასალები გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე საქართველოს შესახებ. ( IX – X სს)
(ელექტრონული პრეზენტაცია  ,,ტაო –კლარჯეთის სამეფო“)
II ჯგუფი – მოიძიონ და წარმოადგინონ მასალები გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე საერო და სასულიერო  პირების  შესახებ (აშოტ დიდი კურაპალატი, ნერსე ერისთავი, ბაგრატ კურაპალატი, საბა იშხნელი, ეფრემ მაწყვერელი, არსენ კათალიკოსი)
(ელექტრონული პრეზენტაცია: სლაიდები ამ პირთა მონაცემებით)
III  ჯგუფი – წარმოადგინონ ინფორმაციები გრიგოლისა და მისი ძმობის წევრების მიერ აშენებული ეკლესია–მონასტრების შესახებ.
(ელექტრონული პრეზენტაცია: ხანძთა, შატბერდი, ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა).
თავდაპირველად თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი კვლევის  პროდუქტს. პარალელურად  ეკრანზე  ვაჩვენებთ მათ მიერ ინტერნეტში მოპოვებულ სლაიდებს, ვიდეო ფილმებს.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მის მიერ შექმნილ მასალებს, ელექტრონულ პრეზენტაციებს და ინტერნეტში მოძიებულ ფილმებს.


I ჯგუფის მიერ მომზადებული ელექტრონული პრეზენტაცია:




II ჯგუფის ელექტრონული პრეზენტაცია:








III ჯგუფი _ დოკუმენტური ფილმის ჩვენება:
1. ტაო-კლარჯეთი (ნაწილი I);
2. ტაო-კლარჯეთი (ნაწილი II)

საგანთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/ კავშირი

ქართული IX კლასი 4. მოსწავლე მონაწილეობს სასკოლო და საკლასო დისკუსიებში.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1.     დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხებს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
2. გამოდის ჯგუფის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათ საერთო აზრს.

პროექტის ხელმძღვანელი:  ადელინა კილაძე. 

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: adelinakiladze@gmail.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий